დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ლაურა რეხვიაშვილი ფეისბუქზე, ჩვეული იუმორით, წერს პოსტს და დასძენს, რომ სტატუსების წერა არ იცის.
"არ მიყვარს თუ არ ვიცი პოსტების წერა, ამას ახლა არა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს რომ არ მეთქვა, არ შეიძლებოდა.
გამიფუჭდა სარეცხი მანქანა, დავგუგლე და მოვიდა მოხელე, ოღონდ, რუსი, ღერი ქართული არ ესმის, ავუხსენით პრობლემა, მათეც მომეხმარა, გადავუხადეთ 120 ლარი, წავიდა. შაბათი დღეა, ხვალ აღდგომა თენდება, საღამოს მოვსინჯე და მანქანა არ ჩაირთო. დავურეკე, აბა რა, 120 ლარი მაქვს გადახდილი და, ხვალ მოვალო, ანუ აღდგომას. ჯანდაბა მაგის თავს, უნდა და მოვიდეს. ერთი სული მაქვს, როდის გავალ ქუჩაში და, არ ვიცი, ნაცნობს, უცნობს, ვინც გამიღიმებს, სიხარულით ვუთხრა ხმამაღლა, ქრისტე აღსდგა.
მოვიდა ეს რუსი და, ამას მივახარე, ხრისტოს ვასკეს-მეთქი და იმან მიპასუხა, და, ია ზნაიუო :) რუსი იყო რუსი!" - წერს მსახიობი.