ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
ქეთევან წიკლაური მამის, თემურ წიკლაურის დაზიანებული საფლავის ფოტოებს აქვეყნებს. თემურის საფლავი კოჯორშია.
როგორც მომღერალი ფეისბუქზე წერს, მას მეგობარმა მიაწოდა დაზიანებული პატარა სკულპტურის ფოტოები.
"გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები.
კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, პოლიურეთანის სკულპტურა.
შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ...
ახლა კი ეს!
მეგობარმა გამომიგზავნა სურათი, მე არ ავსულვარ დიდი ხანია, ვირუსი მაქვს, სახლში ვარ ერთი კვირაა უკვე...
იცით, არც ვიცი, რა დავწერო!
მადლობა, "საქართველო"?... არა, ყველაფერი ზედმეტია.
სიტყვები უძლურია", - წერს ქეთი წიკლაური.