სივრცე განსხვავებული თეატრის აღმოსაჩენად – Dining Theatre „წისქვილი ჯგუფისგან“

რეკლამა

მიუზიკლი, საოპერო თუ საბალეტო წარმოდგენა, შოუ, ფესტივალი, კონცერტი, თანამედროვე არტისტების ექსპერიმენტები, გალა ვახშამი, დაჯილდოების ცერემონიალი – ერთი სიტყვით, „წისქვილი ჯგუფის“ ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში – „თეატრში“ შეიძლება ყველანაირი სანახაობის მომსწრე გახდეთ. თანაც, საღამოების განუყოფელი ნაწილი გემრიელი და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ვახშამი იქნება.

„მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც „წისქვილი ჯგუფმა“ ახლახან გახსნა, Dining Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან ერთნაირად მნიშვნელოვანია სანახაობა და გასტრონომია. სივრცის ცენტრალური ნაწილი სცენაა, ვფიქრობთ, მის გარშემო და მისი ინსპირაციით აეწყობა ყველა ღონისძიება. დარბაზი კი მუდმივად გარდაიქმნება და ის კონკრეტულ შინაარსსა და თემას მოერგება“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.

ახალი მულტიფუნქციური სივრცე 400-მდე სტუმარზეა გათვლილი და ის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზია საქართველოში. მისით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ შემოქმედებით ჯგუფებს, დასებს თუ ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლებს, არამედ მათაც, ვისაც განსაკუთრებული კორპორაციული საღამოს, დაჯილდოების ცერემონიალის, ქორწილის, დაბადების დღისა თუ სხვა ნებისმიერი ტიპის ღონისძიების მოწყობა სურს.

„თეატრს“ ჰყავს გუნდი, რომელიც ნებისმიერი სანახაობის მოწყობაში დაეხმარება მსურველებს. სივრცე სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე განათებისა და აუდიო სისტემებით და სხვა უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებელს ხდის ყველაზე მასშტაბურ და თამამ ჩანაფიქრსაც კი შევასხათ ხორცი. რაც მთავარია, „თეატრს“ აქვს თავისი უნიკალური სამზარეულო, რომელიც სტუმრებისთვის გამორჩეული ვახშმის მომზადებაზე იზრუნებს“, – ამბობს ზაალ ჩიქობავა. 

„თეატრი“ ოფიციალურად 25 ნოემბერს გაიხსნება პირველი მასშტაბური წარმოდგენით, რომელსაც The Show ჰქვია. მასში მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ანანიაშვილი თავისი საბალეტო დასით და ხელოვნების სფეროს სხვა გამორჩეული წარმომადგენლები.

„როგორი განსაკუთრებულიც იქნება პირველი წარმოდგენა, ისეთივე დასამახსოვრებელი იქნება „თეატრში“ გამართული სხვა საღამოებიც. სულ მალე კი, მჯერა, სივრცე თქვენთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილად იქცევა. ამასთან ერთად, ის გახდება ჰაბი ახალი იდეებისთვის, ექსპერიმენტებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“, – ამბობს ზაალ ჩიქობავა.