1740223504
„ექიმები, აკადემიკოსები, მსახიობები, ვინ არ ვართ იქ გაწევრიანებული“ - მედეა ლორთქიფანიძეს ახალი ჰობი აქვს

მედეა ლორთქიფანიძეს "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაში ისე ენატრება,რომ როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, გადასაღებ მოედანს უკვე სიზმრად ხედავს. სერიალის გაგრძელებაზე სიახლე კი ჯერჯერობით არ არის.
მედეა ლორთქიფანიძე: - მომენატრა კი არა, ღამე მესიზმრება, რომ ვთამაშობ, მაგრამ ახალგაზრდა გოგოს ვთამაშობ. ვნერვიულობ, რომ ვერ ვბერდები და ვფიქრობ, ახლა გამომაგდებენ, ახლა გამომაგდებენ ამის გამო-მეთქი.
იცით, რა კოლექტივია? ყველას ერთმანეთი გვიყვარს. არ მახსოვს ჩხუბი, კამათი. ოჯახივით ვართ.
ვიღაც ცუდად გადაგვეკიდა, ხან რას ამბობდნენ, ხან - რას. სერიალში ბინძური სიტყვებიაო. თუ არ მოგწონს, ნუ გაიმეორებ, გაატარე. მერე, ის პერსონაჟი იმის პროტოტიპიაო, ეს - ამისიო და... გავჩერდით.
ვარ სახლში. შვილი მარჩენს. არის ერთი საინტერესო ჯგუფი, სადაც 60 წელს ზევით ადამიანები წევრიანდებიან და დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ვათვალიერებთ. ბებია-ბაბუები ხომ ძირითადად არსად დადიან ჩვენთან. სახლში არიან დამწყვდეულნი. ეს ჯგუფი კიდევ იმდენ საინტერესო ადამიანს აერთიანებს. ექიმები, აკადემიკოსები, მსახიობები, ვინ არ ვართ იქ გაწევრიანებული. დავდივართ და ჩვენს ქვეყანას ვეცნობით.