PHOTO: როლისთვის გაწეული უდიდესი მსხვერპლი - სიაში ქართველი მსახიობიც ფიგურირებს

მსახიობი

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრაზაა, რომელიც ერთხელ მაინც გამოგვიყენებია. მაგრამ არსებობს პროფესიული მსხვერპლიც.

კინემატოგრაფიაში უამრავი მაგალითია იმისა, თუ როგორ გარდაისახნენ მსახიობები როლის გამო. 

გავიხსენოთ 5 მსახიობი ქალი, რომლებმაც კამერების წინ სრული საოცრება ჩაიდინეს:

ნატალი პორტმანი

მსახიობმა თმა 2006 წელს ფილმის V for Vendetta გადაღებისას გადაიპარსა. ეს სცენა ფილმშიც ჩანს და, რა თქმა უნდა, ერთი დუბლითაა გადაღებული.

ანჯელინა ჯოლი

1998 წელს მსახიობმა ფილმში Gia სუპერმოდელის როლი შეასრულა, რისთვისაც მას ვარცხნილობის შეცვლა მოუწია.

რუნი მარა
 
ფილმი „გოგონა დრაკონის ტატუთი“ - გადაღებების დაწყებამდე საგრიმიოროში 2 დღე გაატარეს. ისინი დიდ ხანს მსჯელობდნენ მთავარი გმირის ვიზუალზე. საბოლოოდ შეჭრილ თმას, გაუფერულებულ წარბებს, ტატუსა და მრავალრიცხოვან პირსინგებს სახეზე, მკერდზე საყურეც დაუმატეს. თუმცა ეს არ იყო ხრიკი, მარამ მართლაც გაიხვრიტა მკერდის თავები, გადაღებების შემდეგ კი საყურეები მოიხსნა.

ქეით უინსლეტი

„ტიტანიკის“ ვარსკვლავმა, ქეით უინსლეტმა ფილმისთვის „მკითხველი“ საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის „ოსკარის“ ჯილდო დაიმსახურა. ვიზაჟისტების ოსტატობის წყალობით 34 წლის უინსლეტი გაცილებით ასაკოვან ქალბატონს დაემსგავსა.

ანა ტყებუჩავა

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ყველასათვის ცნობილმა  მსახიობმა თმა როლისთვის, კამერების წინ გადაიპარსა, რის შემდეგაც მსახიობმა „ფეისბუქზე“ სტატუსიც კი დაწერა : „გამარჯობა, მე ანა ვარ და მე მსახიობი ვარ.“