"სამწუხაროდ, ჩემი შემთხვევა გამოუვალია! ბოდიშს ვუხდი თეატრს, კოლეგებს, მეგობრებს და რაც მთავარია, მაყურებელს!" - რა შეემთხვა ნიკა კუჭავას

nika

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ნიკა კუჭავა სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სპექტაკლები მისი მონაწილეობით, დროებით მოხსნილია რეპერტუარიდან. ნიკა მაყურებელს ბოდიშს უხდის. მსახიობის პოსტს თავის ფეისბუგვერდზე მარჯანიშვილის თეატრიც აზიარებს.

ნიკა კუჭავა: მეგობრებო და ძვირფასო მაყურებელო! ჩემს გამო რამდენიმე სპექტაკლი მოიხსნა და დამიჯერეთ, ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაქვს ანთებითი პროცესი ტერფზე და გაუსაძლისი ტკივილების გარდა, ფეხსაცმელსაც კი ვერ ვიცვამ.

რამდენიმე მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა თეატრში და მესმის მათი! კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას. ამდენი წლის განმავლობაში, პირველად ხდება, რომ ჩემს გამო სპექტაკლები მოიხსნა და მერწმუნეთ მსახიობისთვის ეს ძალიან, ძალიან უსიამოვნო მომენტია!

სამწუხაროდ, ეს არ არის გაციება, სიცხე, სურდო და ა.შ, რომლის დროსაც არაერთი მსახიობი მდგარა სცენაზე და ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის სიამოვნება მიუნიჭებია. ჩემი შემთხვევა სამწუხაროდ გამოუვალია! კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი თეატრს, კოლეგებს, მეგობრებს და რაც მთავარია მაყურებელს!P.S. ჩვენც ადამიანები ვართ.