„რა­ღაც­ნა­ი­რად ვგრძნობ­დი, რომ ცოტა ხანი ცხოვ­რე­ბა იყო მისი ბედი…“ - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან შვიდი წელი გავიდა

tolordava

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან შვიდი წელი გავიდა. მსახიობი მოსკოვში ფილმის Млечный путь-ის გადაღებაზე იყო, როდესაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო დასკვნის თანახმად, კოტეს გული გაუსკდა. 

"ჩემს დაკრძალვაზე ზურგზე ამოღებული კაბა გეცმევაო, მეუბნებოდა, მე დაგინახავ და მომეწონებიო" - კოტეს წინასწარმეტყველებას იხსენებდა განო...

"ასეთი ტრაგედია მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90-წლიანი ისტორიის მანძილზე, მეორე არ მახსენდება" - გულისტკივილს ვერ მალავდა დიმიტრი ხვთისიაშვილი. 

"35 წლის ახალ­გაზ­რდა კაც­მა თავი პრო­ფე­სი­ას შეს­წი­რა. არა­და, სწო­რედ მა­შინ, როცა მის შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კულ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით" - მეგობრის წასვლას ვერ ინელებდა მერაბ ჭიქაძე.

კოტეს გაუხარჯავ ნიჭიერებას და უთამაშებელ როლებს ტკვილით განიცდის ყველა, ვისაც მასთან კავშირი ჰქონია. ვერ ივიწყებენ მის ძლიერ ენერგეტიკას.

ასმათ ტყაბლაძეს კოტეს ოჯახთან ახლობლობა აკავშირებს. მსახიობი "პრაიმტაიმთან" უნიჭიერეს ახლგაზრდა კოლეგას დანანებით იხსენებს.

ასმათ ტყაბლაძე: "ჩემი ცოლის დაქალებში" კარგი ტანდემი გამოგვივიდა. გუშინ ახალგაზრდები შემხვდნენ ქუჩაში, დიტოს დედა არ ხართო? დიტო დღემდე ახსოვთ და მეც კოტეს სიყვარულით მხვდებიან. 

დიტოს დედაო, რომ ეტყოდნენ ლენას, ის ასე პასუხობდა: დიტოს დედა ასმათ ტყაბლაძეა, მე კოტე თოლორდავას დედა ვარო.

გადასაღებ მოედანზე რომ დააგვიანებდა, ვუბრაზდებოდი, დროზე მოდი, მე მოვდივარ დათქმულ დროს და შენ რატომ აგვიანებ-მეთქი? მე მქონდა ამის უფლება, არა როგორც უფროს მსახიობს, არამედ, როგორც მის ახლობელს. 

სულ დაკავებული იყო, სულ სადღაც გარბოდა და ეჩქარებოდა. გარდაცვალების პერიოდში სამ ფილმში იღებდნენ და წინ კიდევ რამდენი რამ ელოდა...

ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო და ამავდროულად განათლებული. დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ფლობდა ენებს. მასთან ურთიერთობისას ეს იგრძნობოდა. 

რეჟისორი დავალებას რომ  მისცემდა, ალღოს მაშინვე აუღებდა. მე არ მახსოვს, რეჟისორს მისთვის შენიშვნა მიეცა. ზუსტად ასრულებდა თავის როლს. ჩემი აზრი აინტერესებდა, ანგარიშს მიწევდა. 

დაბადებიდან ვიცნობდი და ვახლობლობდი მის ოჯახთან. ჩემი და და  კოტეს დედა, ლენა ხოშტარია მეგობროდნენ. ელენე გერმანისტი იყო. მახსოვს, პატარა კოტე ჩემ დას დუშეთში გამოაყოლა და ჩვენთან ისვენებდა. ძალიან ცელქი იყო, უკან დავდევდით. 

წინა ხელისუფლების დროს, რაღაც პრობლემა შეექმნა და გირაო დიდი თანხა მოსთხოვეს. ამათ ბინა უკვე ბანკში ჰქონდათ ჩადებული და დაკარგული. მივედი ქალაქის მაშინდელ პროკურორთან და ავუხსენი, რომ ეს არ იყო მათგან სწორი საქციელი... ჩემმა საუბარმა გაჭრა. პრობლემა მინიმალური გადასახადით მოგვარდა. 

ეს იყო სერიალამდე. ამ ფაქტის შემდეგ კოტეს დედა, ხშირად მიზიარებდა თავისი ოჯახის ჭირ-ვარამს. კოტეც ძალიან მადლიერი იყო. 

ამ ადრეული წასვლით ძალიან მატკინა გული. საერთოდ მთელი ოჯახის ამბავი წარუმატებლად წავიდა. მამა ძალიან კარგი პიროვნება, მეზღვაური იყო და მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა. ავსტრალიაში კოტეს ნახევარ და ჰყავს. ის გოგო ჩამოსვლას გეგმავდა. მაგრამ ეს ტრაგედია მოხდა და იქიდან დიდი სამძიმარი შემოგვითვალა. 

მოკლედ, ძალიან განვიცდი მის წასვლას. ჩემს შვილს რომ თამაშობდა, გულში უფრო მეტად ჩამრჩა...

მიხარია ის, რომ ოთხი შვილი დარჩა და მათში გრძელდება კოტეს სიცოცხლე...

ლევან ყოჩიაშვილი: – ასე მოვილაპარაკეთ, ჩვენს შორის, ვისაც შვილი პირველი გვეყოლებოდა, მეორე ჩვენგანი მონათლავდა. ვინაიდან მე გავხდი პირველად მამა, კოტემ მონათლა ჩემი კესო. დაახლოებით 21 წლისანი ვიქნებოდით.

ძალიან საინტერესო კაცი იყო, კარგად აღზრდილი, განათლებული, ნიჭიერი, კარგი შვილი, მამა და მეგობარი… მრავალმხრივი ნიჭი პატრონი.

ბოლო პერიოდში, როგორც იტყვიან, კარგ “პალასაზე” იყო. ბევრ კარგ რამეს იწყებდა. კარიერული აღმასვლა ეწყებოდა…

მინდოდა ეცოცხლა და უფრო უკეთ ეკეთებინა საქმე. რაც ასაკი ემატებოდა, უფრო და უფრო საინტერესო სახეებს ქმნიდა, უმატებდა და უმატებდა პროფესიონალიზმს.

ვბრაზობ! ვერ ვინელებ, რომ ასე ადრე წავიდა ასეთი ახალგაზრდა და ასეთი ნიჭიერი. მაყურებელს ძალიან უყვარდა. მთელმა საქართველომ ძალიან განიცადა.

ნინო გაჩეჩილაძე: – სევდით ვიხსენებ. ყველას გული გვატკინა წასვლით. იმდენად დიდი შოკი იყო ჩემთვის, რომ დღემდე არ მჯერა, რომ არ არის.

ჩცდ-ს ფანები სერიალის ძველ სერიებს აზიარებენ. რომ ვუყურებ, იმდენად გუშინდელი დღესავით თვალწინ მიდგება სერიების სცენები, ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალი არ არის და მის პარტნიორობას ვეღარ შევძლებ.

ზუზუზეც იგივეს თქმა შემიძლია. მას შემდეგ, მე, ამ სერიალში, ასეთი მაგარი პარტნიორები არ მყოლია. ამას თამამად ვაცხადებ.

ძალიან ძლიერი ენერგეტიკის პატრონი იყო და ეს იგრძნობოდა მის როლებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. იყო ემოციური, მგრძნობიარე.

მახსოვს, როგორ განიცადა ჩემი სერიალიდან წამოსვლა და როგორ მეუბნებოდა, მარტო მტოვებ? უშენოდ თამაში არ მინდა, დარეკე, იქნებ დაგაბრუნონო. მე როცა დავბრუნდი, იმ წელს გარდაიცვალა.

კოტეს გარდაცვალების შემდეგ, მის დედას დიდხანს არ უცოცხლია. ორ წელიწადში წავიდა ერთადერთ შვილთან. მანამდე კი ლენა ხოშტარიამ შვილი ასე დაახასიათა.

ლენა ხოშტარია: – მას უნ­დო­და ჰყო­ლო­და ბევ­რი შვი­ლი. რად­გან თვი­თონ არ ჰყავ­და არც და, არც ძმა და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო, როცა გა­მოჩ­ნდა ოლია – მისი ნახევარ და.

ყვე­ლა­ფე­რი უყ­ვარ­და ამ ბიჭს. ყვე­ლაფ­რით უნ­დო­და ყო­ფი­ლი­ყო და­კა­ვე­ბუ­ლი. თა­მა­შობ­და ჭად­რაკს, კა­ლათ­ბურთს. რო­დე­საც გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და, მო­ი­ა­რა მთე­ლი გერ­მა­ნია და ნა­ხე­ვა­რი საფ­რან­გე­თი. ყვე­ლა­ფე­რი უნ­დო­და. ვცდი­ლობ­დი, რა­ღაც პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ამო­მერ­ჩია მის­თვის. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გინ­დო­დეს. რა­ღაც­ნა­ი­რად ვგრძნობ­დი, რომ ცოტა ხანი ცხოვ­რე­ბა იყო მისი ბედი…