OLD SCHOOL PARTY, SPAR-ისა და Stage love-ის ახალი კოლაბორაცია - რა გელით 22 სექტემბერს, კუს ტბაზე

old school party

წარმოგიდგენთ SPAR-ისა და Stage love-ის ახალ კოლაბორაციას OLD SCHOOL PARTY.

22 სექტემბერს, კუს ტბაზე, Monkey-ის ტერიტორია ლოკალურ და მსოფლიო მასშტაბით ცნობილ არტისტებს უმასპინძლებს. Funk, Soul, Disco, Reggae, Indie Rock, Hip-Hop, Hous - ერთ სივრცეში გაერთიანდება.

100 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი - ლეგენდარული Boney M OLD SCHOOL PARTY-ზე. მათ წარუშლელი გავლენა მოახდინეს მუსიკალურ ინდუსტრიაზე.

OLD SCHOOL PARTY-ზე ისეთი უკვდავი ჰიტების მოსმენას შეძლებთ, როგორიცაა: „Daddy cool“, „Sunny“, „Rivers of Babylon“...

მუსიკის უნივერსალური ენა, რომელსაც Emmanuel Jal თავის კომპოზიციებით სთავზობს მსმენელს, არის აფრიკული ჟღერადობის, ემოციებისა და ღრმა ტექსტის საუკეთესო სინთეზი.

80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, Technotronic-მა მუსიკალურ სცენაზე ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მათი მუსიკა საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ერთგვარ ჰიმნად იქცა.

Green Room - როკისა და ფანკ მუსიკის შერწყმა, მათმა კომპოზიციებმა ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში ადგილი წლების წინ დაიმკვიდრა და პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს.

Maikeru - ქართული სცენის არტისტი, რომლის შემოქმედებაც ჰიპ-ჰოპისა და რეტროს სინთეზს წარმოადგენს და მსმენელს ძალიან საინტერესო კომპოზიციებს სთავაზობს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ - აქ.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ან კარზე.

https://tkt.ge/event/370012/old-school-party