კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება! - 1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება ამოქმედდება

საცობი

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. რეგულაცია ვრცელდება როგორც საერთაშორისო, ისე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ზამთრის საბურავი და რა ადგილებშია მისი გამოყენება სავალდებულო, დეტალური ინფორმაცია police.ge-ზეა განთავსებული.

რეგულაციის მიხედვით, კანონდამრღვევი 100 ლარით დაჯარიმდება, ასევე ხუთი ქულით შეუმცირდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა. ზამთრის საბურავების სავალდებულო გამოყენებასთან დაკავშირებით კანონი გასული წლის 1-ელ დეკემბერს ამოქმედდა.