"მერაბთან ვმეგობრობთ, რასაც მეტყვით, გავაკეთებო, სიხარულით მოვიდა..."- რა "აბდაუბდა" მოაწყო 91 წლის ელდარ შენგელაიამ ცირკში

merabi

ელდარ შენგელაია მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს. "აბდაუბდა" ასეთია ფილმის სამუშაო სახელწოდება, რომლის გადაღების პირველი დღე, იუბილარმა მაესტრომ ცირკში გაატარა. მოქმედება სწორედ ცირკის არენაზე ვითარდება. სურეალისტური ჟანრის ფილმის თანარეჟისორად, 91 წლის ლეგენდარულმა არტისტმა, დიტო ცინცაძე მიიწვია. (სხვათა შორის, ძალზე ახალგაზრდა დიტო, "ცისფერ მთებში" ეპიზოდურ როლში ჰყავს დაკავებული.)

ახალ სურათში პროფესიონალი მსახიობების (გოგა პიპინაშვილი, იმედა კახიანი, ლეო ანთაძე, ტრისტან სარალიძე...) გვერდით არაპროფესიონალებსაც ვიხილავთ. მათ შორის, მერაბ სეფაშვილს.

"მერაბთან ვმეგობრობთ და ელდარის შეთავაზება სიხარულით მიიღო..." - ამბობს "პრაიმტაიმთან" ნელი შენგელაია, რეჟისორის მეუღლე და მისი ბოლო ფილმების პროდიუსერი.

ფილმის სცენარი თავად ბატონ ელდარის ეკუთვნის. ქალბატონი ნელი სხვა დეტალებსაც გვიმხელს.

ნელი შენგელაია: ძალიან ბედნიერი იყო, ელდარმა დაბადების დღე რომ გადასაღებ მოედანზე გაატარა. სულ იქ არის... ამ ფილმში მოქმედება ცირკში ხდება. 

დიახ, მერაბი თამაშობს; რასაც მეტყვით, გავაკეთებო, სიხარულით მოვიდა. პატარა როლი აქვს. ისეთს არაფერს აკეთებს, რომ რეჟისორი უკმაყოფილო იყოს; ელდარი კმაყოფილია. პატარა დირიჟორის მამას ასახიერებს. შვილის როლს, ნანული სარაჯიშვილის შვილიშვილი - დემეტრე ხმალაძე ასრულებს. დირიჟორი მერე იზრდება და... მოკლედ, ეს დეტალი გაგანდეთ. 

სურათის კომპოზიტორია ზაზა მარჯანიშვილი. 

სახელწოდებად დარჩება თუ არა "აბდაუბდა", არ ვიცი. ელდარ შენგელაიას თავში რა მოუვა, მე რა ვიცი.

თანა რეჟისორი დიტო ცინცაძე ჰყავს. ასე რომ, ვარსკვლავი რეჟისორები გვყავს და ვნახოთ, რა გამოვა. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

ელდარმა ისეთი ცხოვრება განვლო, რომ სავსებით შეიძლებოდა, ახლა სრულიად გათიშული ყოფილიყო, მაგრამ დღემდე გადასაღებ მოედანზეა. თავისი უბედურებით არავინ შეუწუხებია“ - კირა ანდრონიკაშვილი იუბილარ მამიდაშვილზე

"პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი

„შეეძლო ტანსაცმელი სხვისთვის მიეცა, თვითონ კი დაგლეჯილით ევლო; არავის ჰგავდა“ - 2 ოქტომბერი გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა