1728312638
"გერმანელი ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე" - სასწაული, რომელიც კახის ოპერაციის წინ მოხდა
ლეგენდარული კახი კავსაძის ძმამ, ოპერის მომღერალმა იმერი კავსაძემ, “პრაიმტაიმის” მკითხველს უამბო, როგორ განკურნა უწმინდესის ლოცვამ კახი მძიმე სენისგან. გერმანელი ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და ვერ მიმხვდარიყვნენ, რასთან ჰქონდათ საქმე; აი, რას გვიამბობს ბატონი იმერი;
იმერი კავსაძე: – ბევრმა ნარკოზმა კახის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედა. უამრავი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი, თან მძიმე ოპერაციები.
გერმანიაში მორიგი გამგზავრების წინ, კახის საშარდე ბუშტზე გადაუღეს სურათი და ყვავილივით გაშლილი პოლიპები აღმოჩნდა. ძალიან ცუდი… გამგზავრების წინ მივიდა უწმინდესთან. მან დალოცა და გამოაცხადა, ბატონი კახი გერმანიაში მიდის და მოდით, მისი ჯანმრთელობისთვის ვილოცოთო. ილოცა, დალოცა და გაუშვა.
კახი ჩავიდა გერმანიაში, აჩვენა ექიმს გადაღებული სურათი. კახი ჰყვება, ეს კაცი ჩემი სურათის ნახვისას გაშავდაო. დაიწყეს ექოსკოპიის კეთება, ვაა, გაოცებულია. დაუძახა განყოფილების უფროსს, მერე პალატის ექიმს, ყველანი გაშტერებული ათვალიერებდნენ თურმე დაავადებულ ორგანოს. მაგრამ წინა დღეს გადაღებული სურათი ექოსკოპიისას აღარ დახვდათ! აბსოლუტურად გამქრალი იყო ის პოლიპები. გერმანელი ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და ვერ მიმხვდარიყვნენ, რასთან ჰქონდათ საქმე;
"იმიტომ აღარ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცაო" – უთქვამს გერმანელი ექიმებისთვის კახის. ისინი გაოცებული უყურებდნენ თურმე.
სასწაულია, აბა, რა არის? ჩამოვიდა კახი, უწმინდესის წინ მუხლებზე დაეცა და ეს ამბავი მოუყვა.
უწმინდესი პირველად რომ გამაცნო კახიმ, მიყურა, მიყურა და კახის უთხრა, ძალიანა გგავთ, ბატონო კახიო. ბედნიერებაა მასთან მისვლა, ხელზე ამბორი. იქიდან განწმენდილის განცდით მოდიხარ…
ასევე დაგაინტერესებთ:
"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ
"ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888