ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
1989 წლის 9 აპრილის მონაწილე, ჟურნალისტი ნინო მეუნარგია 34 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს.
დღევანდელი დღე ცხრა აპრილის თაობისთვის მძიმე გასახსენებელია, მაგრამ მაინც სიამაყით აღნიშნავს ყველა, რომ ჯალათს, რომელსაც სიკვდილი ერქვა, ერთ მუშტად შეკრული შევხვდით.
„34 წელი გავიდა.
ჩვენ 9 აპრილის თაობა ვართ. რას ვგრძნობ 34 წლის შემდეგ?
9 აპრილის გამთენიას, ისევ ის გულანთებული გოგო ვარ, რომელიც მზად არის გაიქცეს და დადგეს იქ, სადაც სამშობლოს, ერთმანეთის სიყვარულია.
რუსთაველის თეატრის კარები კახი კავსაძემ გაგვიღო. მეც მათ შორის ვიყავი, ვინც ჯალათის ალესილ ნიჩაბს გაურბოდა….მადლობა ბ-ნ კახის, მადლობა ყველას, ვინც ჩვენი გადარჩენისთვის შიშველი ხელებით იბრძოდა. მადლობა სიცოცხლისათვის, თავგანწირვისთვის”, – წერს ნინო მეუნარგია.