1728312638
„ფატიმა მქვია, „ტანშოლტა“ და ლამაზი ვარ...!“ - გარდაიცვალა თუში პოეტის მეუღლე, რომელსაც „შატილის ასულო“ მიეძღვნა
იქ დარჩა ჩემი ლამაზი, ტანაშოლტილი ქალია. პირიმზის ეშხი,სიტურფე, მის ღიმილს დაუფარია,
სხვამ არ წამართვას ლამაზი, მთებო გეჭიროთ თვალია. იქ დამრჩა ტიალი გული სადაც გოროზი მთებია...“- ეს არის იოსებ ლონგიშვილის ლექსი (1962 წ), რომელიც მეუღლეს, ფატიმა წოტოიძეს მიუძღვნა.
უნიჭიერესი თუში პოეტის იოსებ ლონგიშვილის მეუღლე, ფატიმა წოტოიძე, 28 მარტს გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, მისი ქალიშვილი ქრისტინე ლონგიშვილი ადასტურებს.
ქრისტინე ლონგიშვილი „პრაიმტაიმს“ დედის, ფატიმას შესახებ ესაუბრება:
ბოლო ხანებში, ხშირად ავადმყოფობდა, ორი ინსულტი ჰქონდა გადატანილი. რამდენიმე დღის წინ, მეუღლე გარდამეცვალა და იტალიიდან დავბრუნდი, 40 დღე არ იყო გასული, ორი დღით ადრე, დედა გარდაიცვალა. ეს ჩემთვის უდიდესი ტრავმა იყო. ბოლო ერთ თვეში ორი ტრაგედია გადავიტანე.
შვილისთვის, დედას გარდაცვალება, უდიდესი სიმწარეა. ძალიან ბევრი ტრაგედია გადაიტანა. არასდროს უცხოვრია, პირადი ცხოვრებით. ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მძიმე ბავშვობა ჰქონდა. გათხოვების შემდეგ, მთელი ცხოვრება მამას მიუძღვნა. მამა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, დაბრმავდა და ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდათ.
დედას, ბოლო ხანებში, ძალიან ბევრი ინტერვიუ აქვს მიცემული და როგორც თავად ამბობდა, ყველა საუბრის შემდეგ, ყველა მწუხარება უახლდებოდა, ძალიან ემოციურად იხსენებდა წარსულს.
ყველა წარსული ისტორია, თავიდან უახლდებოდა. ინტერვიუს შემდეგ, ყოველთვის დრო სჭირდებოდა, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა.
სიმღერას „შატილის ასულო“, რომ ვუსმენ, დღემდე ისე გავიცდი „ვიშლები“, „ვინგრევი“. დედა, კიდევ მეტი ემოციით უსმენდა. ამ ლექსს, დიდი პრობლემები მოჰყვა, სასამართლოზე რომ დადიოდა, სულ ნერვიულობდა.
რა საჭიროა სასამართლო, ეს მე ვარ, ჩემზე დაიწერა, ფატიმა მქვია, „ტანშოლტა“ და ლამაზი ვარ, მეტი რაღა წერია ამ ლექსშიო!
- ლექსის პირველი ვარიანტი იყო - „შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა“. ..
შეუღლებამდე, პირველი ვარიანტი იყო ფატიმა. თუშ კაცებს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილას, ცოლებს, უმღეროდნენ კი არა, ერთმანეთს, არც კი უყურებდნენ.
მამა, სწორედ, ამ ასაკის ადამიანი იყო. ხალხმა ფატიმა შეცვალა და მღეროდა - „ლერწამო ტანითა“. ამ ლექსის ორიგინალი ვარიანტი, იოსებ ლონგიშვილიის ფეისბუკ გვერდზე დევს.
- ხშირად იხსენებდა მამას?...
დღე არ გავიდოდა, მამა არ გაეხსენებინა. ხშირად, მამას ლექსებს კითხულობდა, ახალგაზრდობის ფოტოებს ათვალიერებდა და ძველ ისტორიებს იხსენებდა.
- ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო...
დედა, მართლაც ძალიან ლამაზი, სათნო, თბილი, კეთილი ადამიანი იყო. არ არსებობდა, სადმე წასულიყო, რომ ხელდამშვენებული არ მისულიყო.
ჩვენმა ოჯახმა, ძალიან დიდი გაჭირვებით ვიცხოვრეთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიკლებდით და გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარებოდით, მამაც ასევე.
ვინც მოდიოდა სამძიმარზე, ყველა აღნიშნავდა მის სიკეთეს. ძალიან უყვარდა ცხობა და სადაც წავიდოდა, ყველგან თავის ხელით გაკეთებილი ტორტები და ნამცხვრები მიჰქონდა.
თვითონ რომ გაჭირვება ჰქონდა გამოვლილი, სულ ეგონა, რომ ვიღაცს შიოდა, ვიღაცას სციოდა. ასეთი ცხოვრებით იცხოვრა...
ძალიან ემოციური ადამიანი იყო. რა დღესასწაულიც უნდა ყოფილიყო, სულ ცდილობდა, პატარა სიხარული, გრანდიოზული ემოციით გამოეხატა.
Puff Diddy- ის დედა დუმილს არღვევს
1728297696