გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ამ სინათლის და სიკეთის კაცის დღეა! გმადლობთ თქვენ სიყვარულისთვის! ასე მჯერა, ის რომ გაჩნდა, სამყარო მგონია, ცოტა იმაზე უკეთესი გახდა, ვიდრე იყო“ - წერს ნათია ბანძელაძე (გიორგი გოგიჩაიშვილის მეუღლე)
დღეს, ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობის, შოუმენის და ტელეწამყვანის - გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის დაბადების დღეა, მას 54 წელი შეუსრულდებოდა. ადამიანი, რომელიც არა მარტო თბილისს, არამედ მთელ საქართველოს დააკლდა.
გიორგი გოგიჩაიშვილი - გოგიჩა, ადამიანი, რომლის სახელთან ასოცირდება ყველასათვის საყვარელი საბავშვო გადაცემა „ბასტი-ბუბუ“, სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა გაიზარდა. ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბავშვებთან ურთიერთობას მიუძღვნა.
წლების განმავლობაში მუშაობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე", სხვადასხვა შოუს პარალელურად, რეგულარულად იყო ჩართული, საბავშვო-საყმაწვილო სტუდია „ბასტი-ბუბუს“ პროექტებში როგორც სატელევიზიო სახე, ასევე, ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ნათია ბანძელაძე (გოგიჩას მეუღლე) „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში - ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი. 31 წელი გავატარეთ მე და გიორგიმ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვლავ ერთად ვართ. ჩემთვის ათვლა გრძელდება, იმიტომ, რომ როცა ადამიანი გიყვარს და შენში ცხოვრობს, არ არსებობს შეჩერდეს და აღარ იარსებოს.
ხშირად ვეკითხები ჩემ თავს, რა უფრო მიყვარდა მასში - ბიჭი, კაცი, რომელიც ჩემ გვერდით იყო, თუ მისი ღირებულებები – სიყვარული, პატივისცემა, მეგობრობა და კულტურა?
ამ ადამიანში, ეს ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული. ზოგჯერ შემეშინდება ხოლმე, გიორგი „ჯავშანი“ იყო ჩემი, დიდი იმედი. იმხელა სიყვარულის მატარებელი, ასე მგონია, სალ კლდეზე ვიდექი და ეს ბიჭი, თავისი სიყვარულით მფუთავდა.
ამის აღქმა, ჩემთვის მარტივი არ იყო, დღემდე ვგრძნობ მის სიყვარულს. განსაკუთრებით როცა მიჭირს, ყოველთვის ჩემთან არის. ხშირად მეძახიან ხოლმე ქუჩაში – „გოგიჩა“, ხო?
იმდენი სიყვარული დაგვიტოვა, დღემდე არსებობს, არ ქრება. ვერ ვუშვებ, რომ გიო აღარ არის. იმ ადგილს, სადაც დატოვეთ (სახელსაც არ ვეძახით), გვინდა, უფრო მხიარული სახე მივცეთ და როცა მივდივართ, ვამბობთ, რომ „გოგიჩას სკვერში“ ავდივართ.
ბაღიც კი არ დავარქვით, რადგან ბავშვების მიმართ მისმა დამოკიდებულებამ, შეიძლება სხვა ემოციაში წაგიყვანოს. ყოველ მისვლაზე, ქვიშაში წარწერებს ვტოვებთ, ვაგრძელებთ ჩვენ თამაშს.
ქარი რომ წაშლის, ვფიქრობთ, იმიტომ წაშალა, რომ ახალი დავწეროთ. როცა ვესაუბრებით, ყოველთვის რაღაც გვეფერება მისი სახით.
ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სცოდნოდა გიორგის ასე მეტკინებოდა, რამეს მოიფიქრებდა. ზოგჯერ, შემეშინდება ხოლმე, ჩემი ფიქრებით ხომ არ ვაწვალებ-მეთქი.
როცა გვერდზე გაქვს ბედნიერება, ვერ ხვდები, მხოლოდ მაშინ ხვდები, როცა კარგავ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ვგრძნობდით - ყველაფერი მოგვწონდა, რაც გვქონდა და რაც არა. არაფერზე უარს არ მუბნებოდა.
ნათი, უარს ხომ არ გეუბნები, როცა მექნება, აბა რას ვიზამ! სულ ასე ხომ არ ვიქნები, მექნება, იმიტომ რომ შენ გინდაო - ამით მთავრდებოდა ყველაფერი,
შეიძლება ვინმეს ცოტა უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ადამიანი, ყველაფერ და ყველას, სულიერ თუ უსულოს, ისე გვაყვარებდა, როგორც თავად უყვარდა.
მთელი ჩვენი ოჯახი, დიდი ტრაგედიით ვცხოვრობთ. დავკარგეთ გიორგი, როგორც კარგი შვილი, ძმა, მეუღლე, მამა, მაგრამ ვცდილობთ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ.
როცა გვტკივა, ვცდილობთ გიორგის არ ვატკინოთ, ერთმანეთსაც კი არ ვაჩვენებთ ცრემლს. ყველაფერი ისე შევინახეთ, როგორც გიომ დატოვა.
მისი აურა, თითქოს შემოჭრილია ჩვენ სახლში, რაც ერთმანეთს, კიდევ უფრო მეტად გვაყვარებს.
ახლაც ვაგრძელებთ თამაშს, მაგრამ ქვიშაში. დავდივარ „გოგიჩას სკვერში“ ვწერ და ვეფერები. ღმერთის საჩუქარიაო, რომ ამბობენ, ჩემთვის გოგიჩა იყო. ჩემი ცხოვრება, მის გარეშე არ არსებობს – ერთი იყო, მაგრამ დღეს, უფრო მეტია და ყველგან არის. ის, ჩვენთან ერთად დარჩა!“.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს, 51 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
იხ, ვიდეო - КВН 1994 წ. (1/8 ფინალი) - გოგიჩა