რომელ სართულამდე შეუძლია გველს აძრომა და როგორ შეიძლება მოხვდეს კორპუსის ბინებში
1780690106
თბილისში, 2 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მტკვარში გადავარდნილ მანქანას და მის მძღოლს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა მძღოლს, რომელიც აღნიშნული ავარიის გამო დააკავეს.
„საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივნისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა „,ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც დააკარგვინა მართვა და გადაიყვანა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ავტომანქანა „ჰიუნდაი“ შეეჯახა სხვა ავტომანქანას რა დროსაც მართვა დაკარგული გადავარდა მდინარე მტკვარში, რომლის მძღოლის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.