Photo: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის რეალური ადგილი

dedagvtisa

21 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, მარადის ქალწულის, მარიამის შობას აღნიშნავს.

ისტორია ღვთისმშობლის შობის შესახებ

ყოვლადწმიდა ქალწული გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა.

ეს ფოტო ეკუთვნის საკვირველმომქმედი და მსწრაფლშემსმენელი ხატის "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელის" მცველებს

 

მარიამის მშობლები იყვნენ მართალი იოაკიმე და მართალი ანა. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი არ ეძლეოდა. ასე მიაღწიეს მათ ხანდაზმულობამდე, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, რომ ღმერთი, შვილს მომადლებდა მათ.

იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ახალშობილს ტაძარში მსახურებისათვის უფალს მიუძღვნიდნენ.

ერთ-ერთ დღესასწაულზე მართალ იოაკიმეს იერუსალიმის ტაძარში უფლისათვის მსხვერპლის შეწირვა სურდა, მაგრამ მღვდელმთავარმა უარი უთხრა. მოხუცი ღრმა მწუხარებით აივსო, უდაბნოს მიაშურა და ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა. უფალმა შეისმინა ცოლ-ქმრის ვერდება. მთვარანგელოზმა გაბრიელმა ანას აცნობა, რომ იგი მალე დედა გახდებოდა, ხოლო მისი ნაშობი განდიდდებოდა. მართლაც მართალ მშობლებს შეეძინათ შვილი, რომელსაც მარიამი უწოდეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას.

დედაღვთისა შეგეწიოთ, გაგახაროთ, მადლი და წყალობა სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს გულში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

"შტრიხკოდიან პროდუქტს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ, არ გავნებთო, ამბობდა..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის სულიერი შვილი

"ეს წიგნი, მამა გაბრიელზე უცნობი ისტორიებით, დიდი პოპულარობით ისარგებლებს. ერთი კითხვა არ მასვენებს..." - წმინდანის სულიერი შვილი აქამდე გაუმხელელი ამბებით

„როცა დამნაშავე არ ხართ და გლანძღავენ, როცა შენზე სიცრუეს იტყვიან, მადლობა უთხარი“ - ბერი ნიკოლოზ გურიანოვის შეგონებანი