ცინცაძის ქუჩაზე ნიღბიანი პირი თიბისი ბანკში შეიჭრა

ამერიკის პოლიცია

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე თიბისი ბანკის ფილიალში ნიღბიანი პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ასევე ნახეთ:

როგორ შეიცვალა დოლარის და ევროს ფასი - ნახეთ, ახალი კურსი

როგორ ვაკონტროლოთ წონა სადღესასწაულო პერიოდში - ენდოკრინოლოგის რჩევები