ქუთაისში, ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს

ლენტი

ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე პოლიციის მე- 5 განყოფილების გვერდით ტანსაცმლის მაღაზია გატეხეს. ობიექტზე დილით მისულ მეპატრონეს, კარი გაღებული, ტანსაცმელი დაყრილი და  მაგიდის უჯრაში არსებული პირადი ნივთები წაღებული დახვდათ. დაზარალებულის თქმით, მან სამართალდამცველებს თავად მიმართა.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში არასრწულოვნები შევიდნენ.  მომხდარზე გამოძიება დაიწყო.