„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
მინდაძემ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა და დარბაზში მყოფებს მოუწოდა, მშვიდად და წყნარად შეხვედროდნენ განაჩენს. ამასთან, პარტია „ლელოს“ მოუწოდა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და დაკავებული დემონსტრანტების აზრი გაითვალისწინოს.
დღესვე, დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა და განაცხადა, რომ ვიდეოში, სადაც კონკრეტული ადამიანი ფოიერვერკს ისვრის, მინდაძის იდენტიფიცირება არ ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წევრი კი, ფარის უკან მინდაძეს ვერ ამოიცნობდა. ადვოკატის თქმით, მისი დაზიანების დროს ექსპერტიზა ზუსტად ვერ ადგენს, ამიტომ მინდაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო.
პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ მინდაძე ფოიერვერკს რამდენჯერმე ისვრის, სამართალდამცველმა კი ის ამოიცნო. პროკურორის თქმით, დაზარალებულის დაზიანებისას ექსპერტიზის მიერ მითითებულია ის დრო, როდესაც მინდაძემ ფოიერვერკი გაისროლა.
მინდაძის სასამართლო პროცესის დაწყებამდე სასამართლოს დერეფანში ხმაური იყო. მანდატურებსა და მინდაძის პროცესზე დასწრების მსურველებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანდატურებმა დერეფნის შესასვლელი ჩაკეტეს და დარბაზის სიმცირის გამო, პროცესზე მხოლოდ 20 ადამიანი შეუშვეს.
გიორგი მინდაძე პირველ დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 29 ნოემბერს პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლას ედავება. მინდაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.