დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ დაპატიმრების ევროპული ორდერი გასცა, პერისტერში, ატიკის უსაფრთხოების დირექტორატის საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს იტალიის ხელისუფლება ეძებდა, ის კი ათენში იტალიიდან გაიქცა.
როგორც ცნობილია, ერთი წლის წინ კაცმა კალაბრიას რეგიონში 3 ადამიანთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა, მძევლად სახლის მეპატრონე და მისი ოჯახის წევრები აიყვანა, ჩვილი დედის თვალწინ აწამა, რათა ქალს მისთვის გაემხილა თუ სად იყო სეიფი.
ამავე ცნობით, დამნაშავე მარტო არ მოქმედებდა, ის კიდევ სამ თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა.
დაკავებულ 31 წლის კაცს ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.