მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773
რუსეთი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში „თალიბანის“ მმართველობა ოფიციალურად აღიარა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს“, – განუცხადეს რუსულ მედიას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსული მედია წერს, რომ საუბარია „თალიბანის“ მეორე რეჟიმზე, რომელმაც 2021 წლის აგვისტოში აღადგინა ავღანეთზე კონტროლი და ისლამური საამირო.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ავღანეთის ახალი ელჩი მოვლავი გულ ჰასანი მოსკოვში ჩავიდა და მალე თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუთაქიმ ამ გადაწყვეტილებას „მამაცური“ უწოდა.
მოვლავი გულ ჰასანი გახდა პირველი ელჩი რუსეთში, რომელიც „თალიბანის“ მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაინიშნა.
„თალიბანი“ ქვეყნის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა 2001 წელს ავღანეთში შეერთებული შტატების შეჭრამდე. 1990-იან წლებში ავღანეთში თალიბანის რეჟიმი სამმა ქვეყანამ აღიარა: პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ამ ქვეყნებმა დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები „თალიბანთან“ და აღიარეს მათი მთავრობა.