რა ხდება გზებზე და სად აიკრძალა მოძრაობა - უახლესი ინფორმაცია მძღოლებს
1740408585
ათენის ფსიქიატრიულ კლინიკაში, დაფნიში, შემზარავი მკვლელობა მოხდა.
47 წლის მამაკაცმა 44 წლის ქალი პაციენტი შუშის ნატეხით მოკლა.
როგორც ცნობილია, ქალი კლინიკაში წინა დღეს, 18 თებერვალს შეიყვანეს, ხოლო თავდამსხმელს კრიმინალური წარსული აქვს. ის 2023 წლის 31 აგვისტოს კერკირას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 65 წლის ქალის მკვლელობისთვის იყო დაკავებული, თუმცა მოგვიანებით დაფნიში გადაიყვანეს.
მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელი თავად მივიდა მომსახურე პერსონალთან და აღიარა დანაშაული, შემდეგ კი კლინიკიდან გაიქცა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კაცი უკვე დააკავეს, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.