სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
მოკლული 14 წლის გოგოს ოჯახი მკვლელის სამუდამო პატიმრობას ითხოვს. აითაჯ შახმაროვას დედა ამტკიცებს,რომ შვილთან ერთად ძალადობის მსხვერპლი თავადაც იყო და ამის გამო გოგონას გადარჩენა ვერ შეძლო:
''ჩემი შვილი მოიტაცეს, ეს არ მომხდარა ოჯახის თანხმობით. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ასე მითხრა ბიჭმა, აქ თუ ჩამოხვალ, მოგკლავო. ახლა კი ხედავთ რა უბედურებაც მოხდა. ჩემი შვილი მოკლა იმიტომ, რომ მისგან წამოსვლა უნდოდა. ჩემი გოგო მინდორში წავიდა საქონლის მოსაყვანად, ეს ბიჭი კი იქ იყო დამალული. გოგომ გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირა და წიხლები ურტყა. მერე ხეზე მიაბა და ისე სცემა. ნაცემი სახლში მიიყვანა. გოგო ეუბნებოდა, არ მიყვარხარ, 14 წლის ვარ თავი დამანებე, თორემ 112-ში დავრეკავო, ბიჭმა კი ამოიღო იარაღი და მოკლა. ვითხოვ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.'' - აცხადებს 14 წლის გოგოს დედა
არასრულწლოვნის მკვლელობაში მხილებული კაცი პოლიციას ჯერ ისევ არ დაუკავებია. ალიმ ასლანოვს სამართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. მკვლელობა სოფელ ლამბალოში გუშინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან 14 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვეა რაც მოიტაცეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახიც, სკოლაც, განათლების რესურს ცენტრიც, თუმცა უკანონობაზე ხმა არავის ამოუღია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო.
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039