მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1732779895
41 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია. მათ შორის აღარ არიან "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენლები. მელია-გვარამიას გუნდის 20 წარმომადგენლის განცხადებები უკვე პარლამენტის კანცელარიაშია.
მათი ბედი ახლა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ და საკითხი კენჭისყრაზე დააყენონ.
პარლამენტისთვის მიმართვას არ ჩქარობს კიდევ სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური კოალიცია.
"რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, "ქართულ ოცნებას" რაიმე ილუზია შევუქმნათ, რომ მათ რაიმე შანსი აქვთ იმის, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს, ან ფურცელზე, ან ფურცლის მიღმა. როდის გამოვიყენებთ ჩვენ იმ არსენალში არსებულ ჩვენს ერთ-ერთ ბერკეტს, იქნება პროცესზე დამოკიდებული, მაგრამ, ცალსახად, ამ პარლამენტში, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს - ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილნი", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია.
მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1732779895
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039