„დანა 100-ჯერ ჩაარტყა“ - შვილმა დედა სასტიკად მოკლა (უცხოეთი)

მკვლელობა

ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა დედა სასტიკად მოკლა. კაცმა საკუთარ დედას დანა 100-ჯერ ჩაარტყა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც პროკურორმა განაცხადა, როუის ფსიქოზური ეპიზოდები 16 წლის ასაკიდან დაეწყო, როდესაც ის „ხალხს ესაუბრებოდა თავისი ფსიქიკური ძალების მეშვეობით“.  მან „თვითმკურნალობა“ ალკოჰოლისა და უკანონო ნარკოტიკების გამოყენებით სცადა.

პროკურორმა მარტინმა აღწერა როუ, როგორც „ძალადობისკენ მიდრეკილი“ საკუთარი ოჯახის მიმართ, რისთვისაც იგი რამდენჯერმე დააკავეს ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონის მიხედვით.

მისი თქმით, როუ მთელი ცხოვრების მანძილზე არაერთხელ ემუქრებოდა საკუთარი დედას მოკვლით და სხვადასხვა ინციდენტის დროს ადამიანებს დანით დარტყმით. 

როუს ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერისას, ქალბატონმა მარტინმა თქვა, რომ 2023 წლის დასაწყისში მამაკაცი საღად უკვე ვეღარ აზროვნება და ამბობდა, რომ „თავში ხვრელები ჰქონდა“. 

ქალის დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ის  ვერ გადაურჩა თავდასხმას და შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილად გამოაცხადეს.

რამდენიმე ფსიქოლოგიურმა მოხსენებამ დაასკვნა, რომ როუს სასჯელის სამი ვარიანტი ემუქრებოდა: დაახლოებით 15-დან 20 წლამდე პატიმრობა, დრო ფსიქიატრიულ განყოფილებაში, ან საავადმყოფოს და ციხის ჰიბრიდული სასჯელი.

მოსამართლემ თქვა, რომ სასჯელის ერთადერთი ვარიანტი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, იყო როუის დაკავება ფსიქიატრიულ განყოფილებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტის 37-41 სექციებით, სანამ იუსტიციის დეპარტამენტი არ ჩათვლის მას საკმარისად შესაფერისად გათავისუფლებისთვის. 

ასევე ნახეთ:

6 უბრალო მიზეზი, რაც სიცოცხლეს 7,5 წლით გაგვიხანგრძლივებს - ნახეთ, ჯანსაღი ცხოვრების რეცეპტი

„მამა დაღლილი მოვიდა სახლში და ჩაეძინა, მე წავედი და მის მაგივრად მოვწველე ექვსი ძროხა“ - გაიცანით 11 წლის ბიჭი, რომელიც ფერმერობაზე ოცნებობს

ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობა და წარმატებული კარიერა ელის