პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" უახლესი კვლევის შედეგებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ ადამიანის საკუთარი ასაკის მიმართ დამოკიდებულებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის მნიშვნელოვანი კავშირია:
- იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა თავის კოლეგებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა. კვლევა უკავშირდებოდა ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი ასაკის მიმართ. იელის უნივერსიტეტის მეცნიერები კვლევის შედეგად ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდნენ. ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი ასაკის მიმართ ბევრად განსაზღვრავს იმას, თუ რა ასაკს მიაღწევს საბოლოო ჯამში, ანუ როგორი იქნება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ასეულობით ათასი მონაცემის დამუშავების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ, მათი საშუალო ხანგრძლივობა 7,5 წლით უმოკლდებათ. მხოლოდ ჩვენი არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება საკუთარი ასაკის მიმართ ჩვენს სიცოცხლეს 7,5 წლით ამცირებს. ჯანმრთელი დაბერების საერთაშორისო საბჭო 6 ძირითად საფეხურს აქვეყნებს, რომლებიც ნეგატიური დამოკიდებულების თავიდან აცილებაში და შესაბამისად, სიცოცხლის გახანგრძლივებაში გვეხმარება:
შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება ასაკის მიმართ. ეს არის პირველი და მთავარი რეკომენდაცია იმ სპეციალისტების, ვინც ამ საკითხზე იმუშავა.
აუცილებლად შეინარჩუნეთ კავშირები. ამ კავშირებში იგულისხმება ურთიერთობები ოჯახის შიგნით, მეგობრებთან, ნებისმიერ სოციუმთან, რომელთანაც პროფესიულად იყავით ან ხართ დაკავშირებული.
შეინარჩუნეთ ჩართულობა. ეს კი სოციალურ, კულტურულ ცხოვრებაში, ეკონომიკური და სამოქალაქო საკითხების მოგვარებაში ჩართულობას გულისხმობს. ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა, ეს ყველაფერი ავტომატურად შეფერხდეს, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანს შეუძლია, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მიაგნოს ისეთ სფეროს, სადაც ასეთ ჩართულობას შეინარჩუნებს. მაგალითად, თუნდაც ვირტუალური კომუნიკაციების სახით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ აქტიურობას პროფესიული ნიშნით, ჰობისა და გატაცების კუთხით ვინარჩუნებთ.
შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა. ეს შეგონება ცხოვრების ჯანსაღი წესის გამოყენებასა და პროფილაქტიკური მედიცინის ყველა მონაპოვარის გაზიარებას გულისხმობს. ანუ წინასწარი გამოკვლევების, სკრინინგის გამოყენება მნიშვნელოვანია და რაც მთავარია, ფიზიკური აქტივობის, ძილის, კვების მოწესრიგება საჭიროა.
შეინარჩუნეთ ცნობისმოყვარეობა. აღმოჩნდა, ცნობის წადილის, ინტელექტუალური აქტივობის შენარჩუნებით, ადამიანი დაბერების პროცესს აფერხებს და საკუთარი ასაკის მიმართ კეთილგანწყობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
ბოლო საფეხური ადამიანის ყოველდღიური რუტინისა და ცხოვრების რიტმში ჩართულობის შენარჩუნებას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობა და წარმატებული კარიერა ელის