პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე დედასთან შეხვედრის შემდეგ მიმართვას ავრცელებს და ამბობს რომ მოპარული ბავშვი არ არის.
„ისტორია ასეთია. მე მოპარული ბავშვი არ ვარ და ტყუილს ვერ ვიტყვი. მე რომ ეს ვთქვა, მერე იმ დედებს არ დაუჯერებენ, რომელთაც მართლა მოპარეს შვილები. ამდენ ადამიანს საკუთარი ისტორიისთვის ვერ გავწირავ.
მოხდა ჩემი გაშვილება, რადგან მამა იყო ცოლიანი კაცი, რომელსაც ორი შვილი ჰყავდა. დედა არ იყო გათხოვილი და მოხდა. იმ პერიოდში ბავშვის უმამოდ გაზრდა წარმოუდგენელი იყო და ეს მესმის. დედას არ უნდა ჩემთან ურთიერთობა, მას სიმსივნე აქვს მძიმე ფორმით. ყველას ვერ მოეწონები და რას ვიზავთ. მას არც გამოჩენა სურს და არც ჩემთან კონტაქტი“, – საუბრობს თამუნა მუსერიძე.
მოგვიანებით, თამუნამ ვიდეოს აღწერაში დაწერა, რომ ბევრი კითხვა გაჩნდა და ამიტომ პოსტი ჩაასწორა და განმარტა:
„p.s. რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა, პოსტს ჩავასწორებ და რომელიმე საიტი თუ გააზიარებთ, გთხოვთ სათაურიანად გააზიართ. მამამ არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა“.
ცნობისთვის, თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობლები რვაწლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ის უკვე შეხვდა მამას და და-ძმას.