ბათუმში კოტე მათითაშვილის მანქანა გაქურდეს

კოტე მათითაშვილი

ბათუმში კოტე მათითაშვილის მანქანა გაქურდეს. ამის შესახებ პლასტიკური ქირურგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სხვა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ბათუმში, შუა ბულვარში, გუშინ ღამე, 2 წუთში, გამიხსნეს მანქანა, ამოყარეს ნივთები. სავარაუდოდ, პილინგატორით გახსნეს... (რუსეთში მოდაშია, კარგად ფლობენ) ჩემი ... იპოვეს და ოპაა! დამშეული უპატრონოების ჯოგი დადის „საყვარელი“ ქვეყნიდან ჩამოსული... ესეც ახალი, სასიამოვნო რეალობა.  ასე რომ, ყურადღებით, ფრთხილად იყავით“ - წერს ექიმი.