მარტვილში გაქურდეს ოჯახი, რომელიც თანხას სეიფში აგროვებდა

policiis lenta

მარტვილში, ერთ-ერთ ოჯახში ქურდობა მოხდა.

ანზორ კვაშილავას სახლიდან დიდი რაოდენობით თანხაა და ოქროულობა წაიღეს. ოჯახი ამბობს, რომ სახლში თანხა სეიფში ჰქონდათ შენახული.

კვაშილავას თქმით, ისინი დაახლოებით 30 წელია სოფლის მეურნეობიდან, ასევე, სხვა შემოსავლებიდან მიღებულ თანხას აგროვებენ.

საღამოს ოჯახის წევრები გვერდით მდებარე სახლში, ნათესავთან იყვნენ წასულები, რა დროსაც ბინაში უცნობი პირები შევიდნენ.

მათ კი სეიფი კუსტარულად დამზადებული ხერხით გატეხეს.​ ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლითაა დაწყებული.