გული ვერ უძლებს ყველაფერს... - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ლიკა ჯაფარიძე

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. 

„რა ვთქვა? ბარის საემიგრაციოდან ამერიკისკენ, შორ გზაზე მიდიან ემიგრანტები...15 წლის მერე ემიგრაციიდან ემიგრაციაში, გული ვერ უძლებს ყველაფერს...და ვერ გაუძლო, ლიკა ჯაფარიძე, ბარელი ემიგრანტი ამერიკაში გარდაიცვალა...ძალიან მეტკინა...“ - წერია გავრცელებულ სამძიმრის წერილში.