დაკავებულია ფოსტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურიდან 20.000 ევრო მოიპარა და ამტკიცებდა, რომ გაქურდეს (საბერძნეთი)

euro

საბერძნეთში დააკავეს ფოსტის თანამშრომელი, რომელმაც სამსახურიდან 20.000 ევრო მოიპარა და ამტკიცებდა, რომ ორმა შეიარაღებულმა პირმა გაქურდა.

ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. 

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა გასულ ოთხშაბათს სამართალდამცავ უწყებას აცნობა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ორმა უცნობმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით გაძარცვა.

მას შემდეგ, რაც სამართალდაცავებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს, ფოსტის თანამშრომელმა აღიარა რომ ძარცვის შესახებ მოიტყუა.

ბრალის აღიარების შემდეგ დაკავებულმა პოლიციას ის ადგილი აჩვენა, სადაც 19 880 ევრო დატოვა

ბრალდებულს გამოძიება რამდენიმე სისხლისსამართლებრივ მუხლს ედავება.