პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ოქტომბრის ბოლოდან, რესპირატორული ვირუსების სეზონი იწყება. გრიპის ვირუსი, ჩვეულებრივ, ჰაერის საშუალებით ვრცელდება, დახველების ან დაცემინებისას, ასევე, დაბინძურებული ხელებით. ადამიანებმა, შესაძლებელია, გაავრცელონ გრიპის ვირუსი, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ გაიგებენ, რომ ავად არიან.
როგორც წესი, ვირუსის შემთხვევების უმეტესობა გამოჯანმრთელებით მთავრდება, თუმცა, გრიპი, ზოგ შემთხვევაში, შესაძლებელია, გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური შედეგიც კი.
გრიპის ვირუსს, შეუძლია ნებისმიერი ასაკის ადამიანი დააინფიციროს, თუმცა განსაკუთრებით სიფრთხილე, მაინც ბავშვებშია საჭირო. ადამიანებს ვირუსისგან დაცვა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით შეუძლიათ.
ვრცლად, ამ თემაზე, ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმს“ ესაუბრება:
„გრიპი, ეს არის, მწვავე რესპირაციული ინფექცია, რომელსაც ახასიათებს აგრესიული მიმდინარეობა, ცხელებით, სისუსტით და აქედან გამომდინარე, დაავადების პრევენციისთვის სხვადასხვა საშუალებები არსებობს, მათ შორის, ყველაზე ეფექტურია ვაქცინაცია, რომელიც გვიცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან.
როდის უნდა ჩავიტაროთ გრიპის ვაქცინა?
რაც შეეხება ამ თემას, ზოგადად გრიპი, შეიძლება შეგვხვდეს ყველა სეზონზე, თუმცა ძირითადი შემთხვევები, გვხვდება გვიან შემოდგომაზე, ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე, აქედან გამომდინარე, პრევენციული ღონისძიებები, უნდა ჩატარდეს ოქტომბრის პერიოდში.
უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ გრიპის ვაქცინა, შეუძლია გაიკეთოს ყველამ, თუმცა პრიორიტეტული არიან რისკჯგუფში, 2-დან 5 წლამდე ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადებებით, ორსულები, ასევე ადამიანები ვისაც აქვს იმუნოდეფიციტი. მათთვის მნიშვნელოვანია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება, რადგან ამ კატეგორიაში, შედარებით მაღალია დაავადების მძიმე მიმდინარეობა.
ვაქცინაციისთვის, რაიმე სპეციფიკური მომზადება, ადამიანს არ სჭირდება, უბრალოდ, თუ მას, წინა ვაქცინების დროს განუვითარდა რაიმე სახის ალერგია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ მან მიმართოს ექიმს, რომელიც შეაფასებს მის მდგომარეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ვაქცინას ვიკეთებთ, უცებ დაცულები არ ვართ, დაახლოებით, 2 კვირაა საჭირო სრულფასოვანი იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად და ამ პერიოდში თავდაცვა, უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. ამიტომაცაა აუცილებელი, რომ სანამ გრიპის სეზონი დაიწყება, იქამდე მოხდეს ვაქცინაცია“,- თქვა „პრაიმტაიმთან“ ალექსანდრე გოგინავამ.