დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.
პირველადი შეფასებით, ახალი შტამი არც ისე რთულად მიმდინარეობს და ჯერჯერობით, დაკვირვების ქვეშაა.
არსებობს ვარაუდი, რომ „ერისი“ სხვა შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება. ამის გადასამოწმებლად, „პრაიმტაიმი“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა.
ალექსანდრე გოგინავა: - ახალი შტამი უკვე რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ფიქსირდება. ის წარმოადგენს „ომიკრონის“ ქვეშტამს და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მისი კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.
როგორც წესი, მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები. ეს შეიძლება იყოს: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, თუმცა, ამ შტამს ახლა აკვირდებიან, რადგან შედარებით ახალია და საჭიროა შეფასდეს, ხომ არ ახასიათებს მას უფრო მძიმე მიმდინარეობა სხვა ქვეშტამებთან შედარებით, ან უფრო მეტად გადამდები ხომ არ არის.
საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია. ერთი რაც ვიცით, ჩინეთსა და აშშ-ში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და არის მოლოდინი, რომ დომინანტი გახდება. ასევე, ცნობილია, რომ კლინიკური ნიშნებით, „ომიკრონის“ სხვა ქვეშტამებისგან დიდად არ განსხვავდება.
ეს შტამი მიჩნეულია საყურადღებოდ და არა როგორც საგანგაშოდ, რომლისგანაც ეპიდვითარების მკვეთრ გაუარესებას უნდა ველოდეთ.
აუცილებელია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.
- რა ხდება საქართველოში და ამ ეტაპზე არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ახალი შტამი ჩვენთანაც გააქტიურდება?
- ჩვენი რეალობისთვისა და მოსახლეობისთვის ხელშესახები საფრთხის მოლოდინი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები. დავიცვათ ის ზოგადი პრინციპები, რაც ნებისმიერი რესპირაციული ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის აუცილებელია.
ამ შტამთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული ღონისძიების გატარება რომ გვჭირდება, მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს.
რაც შეეხება ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მიმდინარეობს ახალი თაობის ვაქცინებზე მუშაობა და მოლოდინია, რომ აშშ-ის სექტემბერ-ოქტომბერში ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობდეს, რომელიც რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება.
ასევე ნახეთ:
კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა - რა არის ცნობილი ამ დროისთვის „ერისზე“
რამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი შტამი, „ერისი“ და რა სიმპტომები ახასიათებს მას
„კოვიდის ახალი ვარიანტი უკვე აქ არის... მაგრამ კარგი ამბავიც არის - საყურადღებო ინფორმაცია