დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ახალი ვარიანტი უკვე აქ არის.
გიორგი ფხაკაძე ავრცელებს კოვიდის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით The New York Times-ის სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ომიკრონის“ ქვეშტამი EG.5 სწრაფად ვრცელდება, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არ არის უფრო საშიში, ვიდრე წინა ვარიანტები“.
„ახალი ვარიანტი უკვე აქ არის, ერთი კარგი ამბავი, ის არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის არის საშიში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.
ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს.
ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
ასევე წაიკითხეთ:
კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა - რა არის ცნობილი ამ დროისთვის „ერისზე“
„ღმერთო, დაიფარე ეს ბიჭები“ - დრამატული და ემოციური კადრები სტიქიის ზონიდან
ტრაგედია ნაირა ნაჩხატაშვილის ოჯახში - სამების მგალობელს მეუღლე გარდაეცვალა
„ზაზას ერთი შვილი შოვში არ გაჰყვა, გოგონა თბილისში დარჩა...“ - რას წერს მესხის მეგობარი
"ჩემი ყოველი დღე და ყოველი წელი, ერთმანეთს ჰგავს და სრული უაზრობაა..." - რამაზ დავლაძე
როდის აგრილდება საქართველოში - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი