როგორ დავამარცხოთ გულძმარვა?

თოდუას კლინიკა

გულძმარვა — ეს უსიამოვნო შეგრძნება, რომელიც ბევრისთვის ნაცნობია, მოულოდნელად დაგვატყდება ხოლმე თავს და მთელ დღეს გვიფუჭებს. ეს არის უსიამოვნო შეგრძნება ყელისა და მკერდის არეში, რომელიც წვის ან მჟავიანობის შეგრძნებით ვლინდება. თუმცა მის უკან შესაძლოა იმალებოდეს საკმაოდ სერიოზული საფრთხეები, რომელთა უგულებელყოფასაც ნეგატიური გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.

როდესაც ვსაუბრობთ გულძმარვაზე, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ეს სიმპტომი დაკავშირებულია კუჭის მჟავის საყლაპავ მილში გადაადგილებასთან. ჩვეულებრივ, კუჭსა და საყლაპავ მილს შორის არსებული სარქველი — ე. წ. ქვედა საყლაპავის სფინქტერი — მჟავის მილში ამოსვლას ხელს უშლის. მაგრამ ზოგჯერ, გარკვეული ფაქტორების შედეგად, ეს მექანიზმი ირღვევა და სწორედ მაშინ ჩნდება წვის შეგრძნება, მჟავე გემო პირის ღრუში ან ტკივილი მკერდის არეში.

გულძმარვის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია; მაგალითად, შეიძლება ხელი შეუწყოს ცხარე, მჟავე ან ცხიმიანი საკვების ჭარბმა მიღებამ. ასევე, მდგომარეობამ ამწვავებს კოფეინი, ალკოჰოლი, სიგარეტი, სტრესი და ჭარბწონიანობა. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ისიც, რომ ხშირად ორსულობის დროსაც იჩენს გულძმარვა თავს.
უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში გულძმარვა არა მხოლოდ დროებითი დისკომფორტი, არამედ GERD-ის (საყლაპავის რეფლუქსის დაავადების) ნიშანია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში მივმართოთ ექიმს.

როგორ ვუმკურნალოთ გულძმარვას?
მკურნალობის გზები დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმესა და გამომწვევ მიზეზებზე. ზოგჯერ საკმარისია კვების რეჟიმის შეცვლა და ტრიგერების თავიდან არიდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში საჭიროა მედიკამენტოზური დახმარება. ამ მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს გასტროპროტექტორები — პრეპარატები, რომლებიც კუჭისა და საყლაპავი მილის ლორწოვან გარსს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია გასტროპროტექტი — ბუნებრივი კომპონენტების შემცველი პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს ლორწოვანის დაცვას და აღდგენას. იგი არ ცვლის კუჭის მჟავიანობას, არამედ აძლიერებს მის ბუნებრივ ბარიერულ ფუნქციას, რაც უსაფრთხო და ეფექტიან გამოსავლად ითვლება.

აღნიშნული მედიკამენტის ძირითადი მახასიათებელია ის, რომ ქმნის დამცავ ფენას კუჭის ლორწოვანზე, იცავს მას მჟავის ზემოქმედებისგან და ამსუბუქებს წვის შეგრძნებას. გასტროპროტექტი განსაკუთრებით ეფექტურია მათთვის, ვისაც ხშირად აღენიშნება გულძმარვა ან რეფლუქსის მსგავსი სიმპტომები, მაგრამ მჟავას დონის პირდაპირი დაქვეითება არ სჭირდებათ.

გახსოვდეთ, გულძმარვა არ უნდა გახდეს თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. სწორად შერჩეული კვება, სტრესის მართვა და საჭიროების შემთხვევაში ეფექტიანი პრეპარატების გამოყენება მის დამარცხებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

----------------------------------------------------------
 
გასტროპროტექტის საქართველოს ბაზარზე გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.