1747598145
თბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა - შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.