1747422287
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტი ცდილობს კონფლიქტები, როგორც ისრაელსა და ღაზაში, ასევე რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრის შემდეგ თეთრი სახლი ინფორმაციას გაავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ცნობით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი თბილისის დროით 18:00 საათზე იწყება.