1747422287
ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებები გარკვეულ ჩიხში შევიდა“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსმა ასევე ივარაუდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, „როგორც ჩანს, არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან“.
„თუ რუსეთი არ ისურვებს მონაწილეობას, საბოლოოდ შეერთებულმა შტატებმა უნდა თქვას, რომ ეს ჩვენი ომი არ არის“, - დასძინა ვენსმა.