ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს.
როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა.
„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.