ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა - მიხეილ სარჯველაძე KTQ-ს დირექტორს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა

ოთხმა სახელმწიფო კლინიკამ  KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა - თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრს,  რუხისა და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს საერთაშორისო სტანდარტების დამადასტურებელი სერტიფიკატები უკვე გადაეცათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, აკრედიტაციის საერთაშორისო კომპანია KTQ-ს დირექტორ რონალდ ნოიბაუერს შეხვდა. მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, საერთაშორისო სტანდარტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, საქართველოში, არსებული ვითარება განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ, KTQ-ს დირექტორს, ჯანდაცვის სექტორთან, განსაკუთრებით კი სახელმწიფო კლინიკებთან, ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო მომსახურებისა და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ამ პროცესში, კერძო სექტორისათვის მაგალითის მიმცემი სწორედ სახელმწიფოა, რისი დასტურიცაა, სამინისტროს სისტემაში შემავალი კლინიკებისთვის KTQ-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭება.

მხარეებმა, ურთიერთთანამშრომლობაზეც იმსჯელეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი მუშაობა, მნიშვნელოვანია, სამომავლოდ პროცესების ეფექტური მართვისთვის.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საერთაშორისო კომპანია KTQ-ს წარმოდგენილიყო საქართველოში თეონა გორგაძე.

აღსანიშნავია, რომ  სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კლინიკების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, საერთაშორისო აკრედიტაცია უკვე მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ დაწესებულების გარკვეული ნაწილი, ვერ ახერხებს ვალდებულებების ვადებში, სრულად, შესრულებას,  მოქალაქეებისთვის გადაუდებელ სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ან პროფილური ხელმისაწვდომობის უწყვეტობის მიზნით,  მათ საშეღავათო პერიოდი მიეცათ.