ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილმა სკანდალური სასამართლო დავა მოიგო - რას წერს უცხოური მედია მილიარდერ ია პატარკაციშვილზე

პატარკაციშვილები

ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილმა სკანდალური სასამართლო დავა მოიგო.

ია პატარკაციშვილმა და მისმა ქმარმა, დოქტორ ევგენი ჰუნიაკმა, 2019 წელს ლონდონის ნოტინგ ჰილში მდებარე 32.5 მილიონი ფუნტის ღირებულების ვილა - Horbury Villa, შეიძინეს, თუმცა მალევე აღმოაჩინეს, რომ სახლში უამრავი ჩრჩილი ცხოვრობდა.

პატარკაციშვილის თქმით, ჩრჩილები მთელ სახლში ბუდობდნენ, ანადგურებდნენ ყველაფერს მათ შორის საკვებს, ძვირადღირებულ ნივთებს და ტანსაცმელს. 

ია პატარკაციშვილი მეუღლესთან ერთად 

სასამართლო პროცესისას გაირკვა, რომ სახლის ყოფილი მფლობელი, უძრავი ქონების დეველოპერი უილიამ ვუდვორდ-ფიშერი, ქონების რეალურ მდგომარეობას მალავდა. იგი ამტკიცებდა, რომ ჩრჩილების პრობლემა გაყიდვამდე უკვე მოგვარებული იყო, თუმცა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მავნებლები კედლების შიგნით ბუდობდნენ.

ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველმა მყიდველები შეცდომაში შეიყვანა და ისინი ინფორმირებულნი არ იყვნენ ქონების რეალური მდგომარეობის შესახებ. 

უძრავი ქონების დეველოპერი უილიამ ვუდვორდ-ფიშერი

10 თებერვალს მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც საქმე წყვილის სასარგებლოდ დასრულდა.

სასამართლომ დააკმაყოფილა არა მხოლოდ ბინის საფასურის დაბრუნების მოთხოვნა, არამედ დამატებით დაახლოებით 4 მილიონი ფუნტიც განსაზღვრა, რათა ჩრჩილების გამო მიყენებული ზარალი აუნაზღაურონ ია პატარკაციშვილს და მის ოჯახს.