მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ

მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სტუმრობდა.

„ეს არის გამორჩეული დაწესებულება არა მხოლოდ საკუთარი უზარმაზარი ისტორიით და ტრადიციებით, არამხოლოდ შესანიშნავი პერსონალით, ამავდროულად, იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის გათვალისწინებით, რომელსაც ასრულებს ეს დაწესებულება. გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ და როგორ შევძლოთ, რომ დღითი დღე მზარდი იყოს სტანდარტები, რომლის მეშვეობითაც მოხდება სამედიცინო სერვისების მიწოდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო.