“ხმის მიცემა დაიწყო“ – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სიმღერით -Firefighter წარადგენს. ნუცა დღეს, 9 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს.

https://www.esc.vote/ -ზე ხმის მიცემა უკვე დაიწყო. მხოლოდ ერთი დღით, 9 მაისის 23:00-მდე საქართველოსთვის ხმის მიცემა მთელი მსოფლიოდანაა შესაძლებელი, გამონაკლისია მეორე ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნები.

ხმის მიცემის წესებზე თავად ნუცა ბუზალაძეც საუბრობს საკუთარ ვიდეომიმართვაში.