რამდენ ხანს შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი პირსახოცი

პირსახოცი

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გარკვეული დღეები დასჭირდება, სანამ თქვენი პირსახოცი გახდება ბაქტერიების გამრავლების ადგილი. უფრო მეტიც, ახალი და სუფთა პირსახოცის გამოყენება არა მხოლოდ სასარგებლოა თქვენი პირადი ჰიგიენისთვის, არამედ თქვენი ჯანმრთელობისთვისაც.

მედიცინის დოქტორი საუბრობს იმაზე, რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოთ პირსახოცი.

„ზოგადი წესით, პირსახოცები უნდა შეიცვალოს ყოველი 3-4 გამოყენების შემდეგ. ეს ხელს უშლის ბაქტერიების და სუნის წარმოქმნას“,- ამბობს ის.

მნიშვნელოვანია დაიცვან ეს წესი რამდენიმე მიზეზის გამო - ნესტიან პირსახოცებზე შეიძლება იყოს ბაქტერიები, კანის მკვდარი უჯრედები და ჭარბი ცხიმი. ამიტომ, ჭუჭყიანი პირსახოცის გამოყენებით, თქვენ რისკავთ კანის დაავადებების გამოწვევას ან არსებული პრობლემების გაუარესებას, როგორიცაა აკნე.

რა ფაქტორები ახდენს გავლენას პირსახოცების გამოცვლაზე:

სუნი; შხაპის მიღების სიხშირე; თქვენი ოფლიანობის დონე;

პირსახოცის მასალა - ვაფლის ნაქსოვი პირსახოცები უფრო სწრაფად შრება, ვიდრე ჩვეულებრივი პირსახოცები;

დამაბინძურებლები გარემოში.

„თუ თქვენი პირსახოცები აღარ შთანთქავს წყალს ეფექტურად და ნაკლებად რბილია, შესაძლოა მათი გამოცვლის დროა“, - ამბობენ Cozy Earth-ის ექსპერტები. 

სათანადო მოვლის შემთხვევაში, ტიპიური პირსახოცი გაძლებს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში.