საუკუნის ძარცვა თბილისში - დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა
1742277680
მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი თვითშეგნებაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩვენ, ორჯერადად აცრის მაჩვენებელი 80%-ის ზემოთ და „ბუსტერი“ 60%-მდე რომ გვქონდეს, დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ პირბადის ტარებაც მოიხსნას. გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. მაგრამ, დღეს ერთადერთი დამცველი საშუალება არის პირბადე და აცრა. ყველაფერი მაინც ჩვენს თვითშეგნებაზეა დამყარებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა უქმდება.