„როგორ მიჭირს ამის დაჯერება, მარიამ...“ - ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული მეორე გოგოს ვინაობა
1789391398
4 ოქტომბერს ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. გვენცაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას სხვა მოსამართლე განიხილავს.
პროკურორმა განმარტა, რომ მან ბრალი აღიარა და საგამოძიებო უწყებას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართა. გვენცაძეს 1-წლიანი რეალური სასჯელი და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება.
"მსჯავრდებულმა ნიკა გვენცაძემ მოგვმართა განცხადებით, სადაც მიუთითა, რომ იგი სრულად აღიარებს დანაშაულს, ინანიებს და ითხოვს შეთანხმების დადებას. ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება, დააკმაყოფილა და დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე. სასამართლო სხდომა გადაიდო ამ მიზნით, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე განხილულ იქნას აღნიშნული საკითხი. შეთანხმების შესაბამისად, თუ დამტკიცდება ბუნებრივია, მას სასჯელის სახით განისაზღვრება ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში და სამი წლით პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, თუ სხვა მსჯავრდებულები მომართავენ ბრალდების მხარეს და მოითხოვენ შეთანხმების დადებას, აღიარებენ დანაშაულს, მოინანიებენ, ბუნებრივია, აღნიშნულ განცხადებებს განიხილავს ბრალდების მხარე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აცხადებს პროკურორი ვაჟა თოდუა.