პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობს, რომლის მიხედვითაც მასსა და პრემიერს შორის დაპირისპირება არსებობს.
როგორც გამყრელიძე ამბობს, მას პრემიერთან ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა აქვს და დაპირისპირება არ არსებობს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ქვეყნის პირველი პირი, მე ვარ ერთი ინსტიტუტის დირექტორი. მართალია, შეიძლება, კოვიდპანდემიის დროს ამ ინსტიტუტს აქვს საკმაოდ დიდი დატვირთვა, მაგრამ ერთი ინსტიტუციაა. როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ ვინმესთან დაპირისპირებაში შევიდე, მით უმეტეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.
საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული ისტორია მაქვს, ამიტომ არ მგონია, ეს სერიოზული განსჯის საგანი იყოს. ძალიან ნორმალური, შეიძლება ითქვას, კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს საბჭოს ფარგლებში. ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას ყველასთან. ამიტომ, დარწმუნებული იყავით, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.