600-ზე მეტი შემთხვევა 40-მდე ქვეყანაში - რა პროგნოზები აქვთ სპეციალისტებს "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებასთან დაკავშირებით

maimunis yvavili

40-მდე ქვეყანაში 600-ზე მეტი შემთხვევა - ასეთია დღეს "მაიმუნის ყვავილის" სტატისტიკური მონაცემები.

ყოველდღიურად იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ახალი შემთხვევები ფიქსირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ევროპის კონტინენტი საფრთხის ქვეშ არის.

მთავარი კითხვა, რომელზეც მეცნიერები პასუხებს ეძებენ, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ამ დაავადების გავრცელებას.

რაც შეეხება საქართველოს, ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს, თუმცა სპეციალისტები უშვებენ, რომ შესაძლოა ერთეული შემთხვევები გამოვლინდეს, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის.

"მთავარი კითხვა, რაზეც ახლა კვლევები მიმდინარეობს არის ის, თუ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი არაენდემურ კერაში ამ დაავადების გავრცელებას. ამჯერად იმაზე საუბარი თუ რა ტიპის გავრცელება ექნება ამ დაავადებას ცოტა რთულია, მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "მაიმუნის ყვავილმა" პანდემიური ხასიათი მიიღოს. ერთეული შემთხვევები მოსალოდნელია რომ გვქონდეს, მაგრამ დღეს ნამდვილად არ არისა პანიკის საფუძველი. ქვეყანაში არსებობს მიმდინარე დაავადების მართვის პროტოკოლი,"- აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე კი აცხადებს, რომ  მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში 600-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, რაც იმის თქმის საფუძველს არ იძლევა, რომ ვირუსს გააჩნია გავრცელების ისეთივე რესურსი, როგორც კორონავირუსს:

"ლაბორატორიულად დადასტურებული 600-ზე მეტი შემთხვევაა მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში, თუმცა მხოლოდ 3 ქვეყანაა, სადაც შემთხვევების რაოდენობა 100-ს აღემატება - ეს არის დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და პორტუგალია. ერთი თვის განმავლობაში 600-ზე მეტი შემთხვევა არ წარმოადგენს მაჩვენებელს იმისას, რომ ამ ვირუსს გააჩნია გავრცელების ისეთივე რესურსი, როგორც კორონავირუსს ჰქონდა,"- აღნიშნავს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

 

დაგაინტერესებთ:

👉 ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს - ივანე ჩხაიძე

👉 „მაიმუნი ხეზე დარბის, იცინის და „სიურპრიზი“ გელით, 2022 წელს“ - ვანგას დაკარგული წინასწარმეტყველება, რომელიც ახლა იპოვეს