დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ზაფხულის დადგომასთან ერთად მოსახლეობაში სოლარიუმზე მოთხოვნა თანდათან იზრდება. დერმატოლოგი ზაზა თელია სოლარიუმთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, არასდროს არ არის გვიან სოლარიუმზე უარი თქმა, რადგან ორგანიზმს აქვს უნარი დაიწყოს აღდგენა ულტრაიისფერი სხივებით მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად.
„სოლარიუმი და ჯანმრთელობის რისკები - არსებობს ხშირი სპეკულაცია რომ სოლარიუმი უსაფრთხოა, ასევე რომ ის ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას.
სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში არსებულ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს სიძლიერით. არ არსებობს უსაფრთხო გარუჯვის ცნება მედიცინაში.
მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით, კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 67%-ით, ბაზალურუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 29%-ით.
სამეცნიერო მტკიცებულებით რისკები იმდენად დრამატულად მატულობს, რომ რიგ ქვეყნებში გარუჯვის მიზნით სოლარიუმის გამოყენება აკრძალულია.
აშშ-ში FDA-ის რეგულაციით ყველა აპარატზე გამოკრულია ე.წ Warning Label
სოლარიუმი არ არის უფრო უსაფრთხო, ვიდრე მზის ულტრაიისფერი სხივები
გამოკითხულ მოზრდილ ადამიანთა 25%-ს ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს (AAD Survey).
გარუჯვა, სოლარიუმი ან მზის ულტრაიისფერი სხივები ნაადრევად აბერებს კანს.
ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები, კანის სიმკვრივე ნაადრევად ვითარდება იმ ადამიანებში ვინც ირუჯება. მათ უვითარდებათ "ტყავისებური კანი".
სოლარიუმს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება.
სოლარიუმისგან მიყენებული დაზიანებები ხშირია, როგორებიცაა - დამწვრობა, გონების კარგვა, თვალის დაზიანება.
"ბაზური", პირველად რუჯს არ შეუძლია მოახდინოს დამწვრობის პრევენცია
ბევრს სჯერა რომ სოლარიუმში უკვე მიღებული რუჯით შესაძლებელი მოახდინონ კანის დამწვრობის პრევენცია.
ეს მითია, შესაძლებელია დამწვრობა ამ შემთხვევაშიც განვითარდეს.
ყოველ ჯერზე როდესაც იღებ რუჯს ან დამწვრობას, შენ ასევე აზიანებ დნმ-ს, რითაც იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი.
რუჯზე უარის თქმით შენ ამცირებ კანის კიბოს რისკს
ქალები რომლებიც ირუჯებიან სოლარიუმში 30 წლამდე ასაკში - აქვთ 6-ჯერ მომატებული მელანომის განვითარების რისკი.
სოლარიუმის გამოყენებით D ვიტამინს ვერ მივიღებთ
ალბათ გსმენიათ ამის შესახებ მაგრამ....
სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები უპირატესად გამოყოფს UVA (ულტრაიისფერ A სხივი), ორგანიზმს კი სჭირდება UVB (ულტრაიისფერი B სხივი) იმოსათვის რომ წარმოქმნად D ვიტამინი.
D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობის მისაღებად რეკომენდებულია ადეკვატური კვებითი რაციონი.
D ვიტამინის (25 OH D) ნორმალური მაჩვენებელია - >20ნგ/მლ
<12ნგ/მლ ნიშნავს დეფიციტს
D ვიტამინის ათვისების კარგი წყაროა მზის სხივები.
საჭიროა დღის განმავლობაში სულ რაღაც რამოდენიმე წუთით მზის სხივების ზემოქმედება კანზე და ჩვენ საჭირო რაოდენობა გვექნება.
ალტერნატიული კარგი საკვები წყაროა:
ცხიმიანი თევზი - ორაგული, სკუმბრია, ოკეანის ან ზღვის თევზეულობა
ძროხის რძე, სოიო, ნუში, შვრია, კვერცხი, ღორის ხორცი, მარცვლეული
მზის ულტარიისფერი სხივების კანის პატარა უბანზე (მაგალითად სახე) სხივების 10-15 წუთიანი ზემოქმედება სრულად საკმარისია.
გარუჯვაზე დამოკიდებულება (Addiction) სერიოზული რისკია
სამეცნიერო მტკიცებულების მიხედვით გარუჯვა იწვევს დამოკიდებულებას.
18-დან 30 წლის ასაკის თეთრ კანიანი ქალების დაახლოებით 20%-ში დაფიქსირებული გარუჯვაზე დამოკიდებულება.
მათ უჭირთ გარუჯვაზე უარის თქმა, როდესაც ისინი იღებენ ბალანსირებულ, არაგადაჭარბებულ ულტრაიისფერ სხივებს ეწყებათ დეპრესია და მოუსვენრობა.
ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარუჯვაზე დამოკიდებულების პრევენცია.
გარუჯვას შეუძლია სტრიები გახადოს უფრო თვალშისაცემი
საუკეთესო გზა სტრიების დასაფარად არის აუტო-რუჯი
არასწორი ინფორმაციის მიწოდება სოლარიუმის მომხმარებლებისთვის ხშირი პრაქტიკაა
სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ხშირია "false and misleading information"
გამოკითხულ თანამშრომელთა 90% რომლებიც მუშაობენ სალონებში ამბობენ, რომ სოლარიუმით გარუჯვა არ წარმოადგენს ჯანმრთელობის რისკებს, მეტიც ზოგიერთი მათგანი აფიქსირებს რომ ის სასარგებლოც კია.
ავტო რუჯის გამოყენება არის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა გარუჯვის მიზნით, კანის კიბოს, ნაოჭების, კანის დაბერების რისკების ზრდის გარეშე.
არ უნდა დაგავიწყდეთ მზის დამცავის გამოყენება ავტო რუჯის შემთხვევაშიც
და ბოლოს.....
აშშ-ში CDC-ის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) მონაცემებით:
აშშ-ში თუ არავინ 18 წლამდე ასაკში არ გამოიყენებს სოლარიუმს, ამით შესაძლებელია 61 839 მელანომის განვითარების და მელანომით გამოწვეული 6 735 სიკვდილის პრევენცია.
არასდროს არ არის გვიანი უარი თქვა
შენს ორგანიზმს აქვს უნარი დაიწყოს აღდგენა ულტრაიისფერი სხივებით მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად“,- წერს ზაზა თელია.