გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მეცნიერებმა პირველ პაციენტს გაუკეთეს ექსპერიმენტული „კიბოს მკვლელი ვირუსი“, რომელმაც აჩვენა, რომ იგი ცხოველებში სიმსივნურ უჯრედებს ამცირებს.
ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ვირუსი, რომელიც ცნობილია Vaxinia-ს სახელით, გენეტიკური ინჟინერიით არის შემუშავებული.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მას შეუძლია შეამციროს მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის და პანკრეასის კიბოს სიმსივნეები.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ტესტირება საბოლოოდ გამოავლენს მტკიცებულებებს ახალი საშუალების შესახებ, რომელიც წარმატებით ებრძვის სიმსივნეებს ადამიანების სხეულში.
წამლის კანდიდატი, სახელად CF33-hNIS, წარმოადგენს ე. წ. ონკოლიტურ ვირუსს, გენმოდიფიცირებულ ვირუსს, რომელიც ისეა შექმნილი, რომ შერჩევითად დააინფიციროს და მოკლას კიბოს უჯრედები, ჯანმრთელ უჯრედებს კი გვერდი აუაროს.
CF33-hNIS-ის შემთხვევაში, მოდიფიცირებული პოქსვირუსი უჯრედებში შედის და საკუთარი თავის ასლებს წარმოქმნის. საბოლოოდ, ინფიცირებული უჯრედი სკდება და გამოყოფს ათასობით ახალ ვირუსულ ნაწილაკს, რომლებიც ანტიგენის სახით მოქმედებენ, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას, რომ თავს დაესხას ახლომდებარე კიბოს უჯრედებს.
ცხოველებზე ჩატარებულმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს შეუძლია იმუნური სისტემის ამ გზით გამოყენება კიბოს უჯრედებზე ნადირობისა და განადგურების მიზნით, მაგრამ ამ დრომდე ტესტირება ადამიანებზე ჩატარებული არ იყო.
კვლევა მიზნად ისახავს კიბოს საწინააღმდეგო ვირუსის გამოცდას 100 პაციენტზე, იგი ჩატარდება 10 ადგილას აშშ-სა და ავსტრალიაში.
თავდაპირველად, პაციენტები დაიწყებენ ვაქსინიას დაბალი დოზის მიღებას, როგორც ინექციის სახით ასევე ინტრავენურად.
მეცნიერების ინფორმაციით, ვაქსინიას უსაფრთხოების დემონსტრირების შემდეგ, კვლევის ზოგიერთი მონაწილე მიიღებს იმუნოთერაპიის წამალს, სახელწოდებით პემბროლიზუმაბს, რომელიც აუმჯობესებს იმუნური სისტემის უნარს კიბოს გამომწვევ უჯრედებთან ბრძოლაში.
კვლევა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.